დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დაბა წყნეთის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის მოწესრიგებისა და ხეების უკანონოდ ჭრის აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 29/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №260
2002 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
დაბა წყნეთის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის მოწესრიგებისა და ხეების უკანონოდ ჭრის აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ
ქალაქ თბილისის შიდა ადმინისტრაციული რაიონის – დაბა წყნეთის მონაკვეთში ქალაქ თბილისის საზღვრების სქემის შესაბამისად, დაბა წყნეთის დასახლებულ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობაში და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში უკანასკნელ წლებში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის საზღვრებში ცვლილებების შესატანად:
1. ქალაქ თბილისისა და გარდაბნის რაიონის საკრებულოებმა იმსჯელონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციასთან (საზღვრების პროექტთან) დაკავშირებით და ერთ თვეში წარმოადგინონ წინადადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს პროკურატურამ (ნ.გაბრიჩიძე) უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს წინადადებები იმ ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა დანაშაულებრივმა ქმედებებმა ხელი შეუწყვეს დაბა წყნეთში ხეების უკანონო ჭრასა და მიწის ნაკვეთების მიტაცებას.
3. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ.ჯაფარიძე) განიხილოს და გადაწყვიტოს დაბა წყნეთის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო სამსახურის შექმნის საკითხი.
4. დაბა წყნეთის გამგეობამ და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს „არქმშენინსპექციამ“ განახორციელონ მკაცრი კონტროლი დაბა წყნეთის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პროცესზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები