ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016019
  • Word
62
28/12/2010
ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
010250020.35.127.016019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №62

2010 წლი 28 დეკემბერი

ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-14 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

თვითმმართველი ერთეულის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირებისა და მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის განსაზღვრის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის 5 დადგენილებით დამტკიცებული ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ადმინისტრაციული ცენტრის ცენტრალური ზონისათვის, რომლის საზღვრებია:

) აღმოსავლეთით ცენტრალური გზაგამტარი ხიდი:

) დასავლეთით გვირაბიდან დასავლეთის მიმართულებით რკინიგზის გაყოლებით კომუნალური მეურნეობის უკან მდებარე ტერიტორიისა და წიდასაყრელის ჩათვლით მთლიან პერიმეტრზე ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

) ჩრდილოეთით ცენტრალური გზაგამტარი ხიდიდან რკინიგზის მთლიან კონტურზე მარცხენა მხარე გვირაბამდე;

) სამხრეთით ცენტრალური გზაგამტარი ხიდიდან მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპირო მთელ კონტურზე წინასაყრელის სამხრეთით ბოლო წერტილამდე, კვალითის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე).

 შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 15 პროცენტის ოდენობით.

ბ) ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის, რომლის საზღვრებია:

) მარჯვენა შუალედური ზონა აღმოსავლეთის მხრიდან ვ. ბატონიშვილის ქუჩაზე გეწაძეების უბნის ასახვევიდან ათონელების ქუჩის გადაკვეთამდე.

) ჩრდილო-აღმოსავლეთით ათონელების ქუჩა უზნაძის ქუჩის გადაკვეთამდე და უზნაძის ქუჩა.

) ჩრდილოეთით ქალაქ ზესტაფონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ჩათვლით.

) სამხრეთით . ბატონიშვილის ქუჩაზე გეწაძეების უბნის ასახვევიდან რკინიგზის გასწვრივ მარჯვენა მხარეს მერჩულეს ქუჩის გადაკვეთამდე გრ. ხანძთელის ქუჩის ბოლომდე.

) დასავლეთით მერჩულეს ქუჩიდან მიემართება ფშქ-ში შემავალი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ მოქალაქე ზ. გამრეკელაშვილის სახლამდე. აქედან ჩრდილო-დასავლეთის მხარეს მოქალაქე გამრეკელაშვილის სახლიდან აბესაძისა და ლაღიძის ქუჩის გადაკვეთამდე ნინოშვილის ქუჩის გაგრძელებაზე ზედა საქარის საზღვრამდე;

) მარცხენა შუალედური ზონა აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩათვლით.

ჩრდილოეთის მხარე მდ. ყვირილის გასწვრივ ქ. ზესტაფონის აღმოსავლეთის საზღვრისა და მდინარე ყვირილის გადაკვეთის წერტილიდან დასავლეთით ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრისა და მდ. ყვირილას გადაკვეთის წერტილამდე).

 შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით.

გ) ადმინისტრაციული ცენტრის პერიფერიული ზონისათვის, რომლის საზღვრებია:

) მარჯვენა პერიფერიული ზონა აღმოსავლეთით მარჯვენა შუალედური ზონის საზღვრიდან დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში.

) მარცხენა პერიფერიული ზონა კვალითის დასახლება მთლიანად ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში) შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 5 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 2

სოფლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

დასახლებათა შორის არეალებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის თაობაზეზესტაფნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 13 აგვისტოს 62 დადგენილება.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. მასხარაშვილი