დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 388 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 29/08/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №388
2000 წლის 28 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ვაჟა ლორთქიფანიძე, ბაკურ გულუა, დავით ონოფრიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ლადო ჭანტურია.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლევან ძნელაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. კომისიის წევრს ივანე ჩხარტიშვილს – თანამდებობად მიენიშნოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები