„მიგრანტის ბარათის ფორმის შესახებ“

„მიგრანტის ბარათის ფორმის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
მიღების თარიღი 29/10/1998
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 08/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.398
14
29/10/1998
სსმ, 3, 08/11/1998
100.012.003.398
„მიგრანტის ბარათის ფორმის შესახებ“
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

 

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №14

1998 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მიგრანტის ბარათის ფორმის შესახებ

1. „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხვნის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული, საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შემუშავების სახელმწიფო კომისიასთან (თავმჯდომარე ი. მენაღარიშვილი) შეთანხმებული, მიგრანტთა ბარათების დროებითი ფორმები:

ა) ფორმა 1 – საქართველოში მუდმივად მცხოვრები მიგრანტის (საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, იმიგრანტის) ბარათის ნიმუში.

ბ) ფორმა 1.1 – მიგრანტი ბავშვის ბარათის ნიმუში.

გ) ფორმა 2 – უცხოელი მიგრანტის ბარათის ნიმუში.

2. საქართველოში მცხოვრები მიგრანტის ბარათის ნიმუშები (ფორმა 1. და 1.1.) შეადგენილ იქნეს, ქართულ და რუსულ ენებზე და მიეცეს მომწვანო ფერი.

3. უცხოელ მიგრანტის ბარათის ნიმუში (ფორმა 2) შედგენილ იქნეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მათგან გამოიყოს „ვ“ – ვიზიანი და „უ“ – უვიზო და მიეცეს მოწითალო ფერი.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თ. გუგუშვილს.

ვ. ვაშაკიძე