დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 31/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.117.016028 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №32 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-6 მუხლის მე4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებასა და საწყის ფასს;“.
2. დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.“.
3. დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.“.
4. დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღანგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, ასევე ამავე კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.“.
5. დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;“.
6. დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/„ბე"-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.“
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები