"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.117.016031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51
27/12/2010
სსმ, 72, 31/12/2010
140060000.35.117.016031
"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 23/02/2018)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №51

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის 28 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            კ. ფარჯანაძე

დანართი №1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო- ამაშველო სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

      მუხლი 1 . გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური

1. გამგეობის სახან რო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუ აოების ჩატარებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

      მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტებისაგან .

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-10 მუხლით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.

      მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლება -მოვალეობები

1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ფუნქციაა:

) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

) ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;

) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;

) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობისა და დაცვის ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;

2. სამსახურს უფლება აქვს:

) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;

) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

 3. სამსახურის მოვალეობაა:

 ა) გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები გამგებელს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს შესაბამის კომისიას;

 ბ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, წერილები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასცეს სათანადო პასუხები;

 გ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სახანძრო პროფილაქტიკური და სამაშველო საავარიო ღონისძიებების შესახებ;

 დ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

      მუხლი 4. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის უფროსი :

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ზ) უქმნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე .

      მუხლი 5. სამსახურის თანამშრომლები

 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები.

  2. სამსახურის თანამშრომლებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი

      მუხლი 6 . დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.