დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მ. ადეიშვილისათვის და ჯ. ინაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 08/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №212
2002 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
მ. ადეიშვილისა და ჯ. ინაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მარტის №105 ბრძანებულებიდან და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2001 წლის 9 მაისს მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, მიენიჭოთ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს მერაბ ადეიშვილსა და ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის უფროსს ჯემალ ინაიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწერონ პოლიტიკური მხარდაჭერის შეთანხმებას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფოთის საზღვაო ნავსადგურს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა და „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ-საქართველოს“ შორის ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები