დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის საქართველოს კონტროლის პალატის სააქტო დარბაზის დროებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 02/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №202
2002 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის საქართველოს კონტროლის პალატის სააქტო დარბაზის დროებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის ნორმალური ფუნქციობისათვის პირობების გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს კონტროლის პალატის სააქტო დარბაზი დროებით, 10 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) განახორციელოს კონტროლის პალატის სააქტო დარბაზის სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის დროებით, 10 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები