„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N 1-1/1732 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2043
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030040.22.024.016028
  • Word
1-1/2043
27/12/2010
სსმ, 170, 29/12/2010
040030040.22.024.016028
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N 1-1/1732 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2043

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის 1-1/1732 ბძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახლმწიფო 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის 1-1/1732 ბრძანებით (სსმ III, 03.11.2010 წ., 142, მუხ. 2033) დამტკიცებული ,,სახლმწიფო 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,2. საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, რომელიც ამ საკითხს თავის მხრივ ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც.

2. მე-4 მუხლმე-4 პუნქტს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,41. დროები სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ გადახდილ უნდა იქნეს ბეს თანხა, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთი თვის გადასახადის (ქირა, საიჯარო ქირა და ა.შ) ოდენობას, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს, დროებით სარგებლობიდან გამომდინარე, მოსარგებლის ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებას. ამასთან, დროები სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში არ გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის 1–1/1487 ბრძანებთ დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია