დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №583 ბრაძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 170, 29/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080070.22.023.016037 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №73
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №583 ბრაძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №583 ბრძანებაში და ბრძანებით (სსმ III, 25.07.2006, №98, მუხ. 1352) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. დამტკიცდეს დანართ 3-ში მოყვანილი გამოსაყენებლად „უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა.“.
2. წესის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„8. სამინისტროს სისტემაში არსებული ის ორგანოები, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულნი არიან გამოყონ ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ასევე განსაზღვრონ მათი ცენტრალური აპარატიდან ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.“.
3. წესის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„9. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხონ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში, ხოლო შესაბამისი ორგანოს ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმების გადაცემა აწარმოონ სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში. სამინისტროს სისტემაში არსებული შესაბამისი ორგანოების ცენტრალური აპარატიდან ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხონ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში”, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში.“
4. წესის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„10. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან 3 თვეში ერთხელ აცნობონ ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ.“.
5. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელიც ოქმის შემვსები პირის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით ბარდება ამ წესის მე-9 პუნქტში მითითებულ ოქმის გამცემს, რომელთა მეშვეობითაც დაზიანებული ოქმის ფორმები ჩამოწერის მიზნით მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა ამ წესის მე-6 პუნქტში მითითებულ სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს.“
6. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №3) მიხედვით, ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნუმერაციისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი № 3:
დანართი №3
აქტი №
„-----” „--------------” 200 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის შესახებ
| № | ოქმის ექსკლუზიური ნომერი | ოქმის ჩამოწერის მიზეზი |
| 1 |
|
|
| 2 |
|
|
| 3 |
|
|
| 4 |
|
|
| 5 |
|
|
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
სამინისტროს ადმინისტრაციული
დეპარტამენტის უფროსი: /---------------/
ადმინისტრაციული
დეპარტამენტიდან ოქმების
განაწილებაზე
პასუხისმგებელი პირი: /---------------/
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ.ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები