დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 08/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №207
2002 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიონის საკრებულოს 2001 წლის 28 დეკემბრის №94 გადაწყვეტილება აღთაქლის თემიდან სოფლების – აღთაქლის, ყარათაქლის და ყარაჯალარის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ.
2. დამტკიცდეს წალკის რაიონის საკრებულოს 2001 წლის 1 დეკემბრის №12 გადაწყვეტილება ნარდევანის თემიდან სოფელ აიაზმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ.
3. დამტკიცდეს თელავის რაიონის საკრებულოს 2002 წლის 27 მარტის №4 გადაწყვეტილება სანიორის თემიდან სოფელ ართანას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები