დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის N424/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 431/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 28/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016029 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №431/ნ
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009, №156 , მუხლი 1876) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი.
„ს) ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა (დანართი №1 8) .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გოირგობიანი
დანართი №18
ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ფსიქიატრიულ მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის ეფექტური ფსიქიატრიული ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის განხორციელება, თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება.
მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები
1. პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, ხოლო სტაციონარული კომპონენტის მოსარგებლეები, რომლებსაც ესაჭიროებათ არანებაყოფლობითი მომსახურება , არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
მუხლი 4. პროგრამის კომპონენტები და მომსახურების მოცულობა
1. ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი შედგება ორი ქვეკომპონენტისაგან:
ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება მოიცავს ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომაზე დაფუძნებულ სამკურნალო და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
ა.ა) ოჯახის ექიმის/უბნის ექიმის მიმართვით გადაგზავნილი პაციენტების მომსახურება;
ა.ა.ა) პაციენტის პირველადი ვიზიტი დისპანსერში (ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში);
ა.ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისვლა ვერ ხერხდება, ფსიქიატრის ვიზიტი პაციენტთან ბინაზე, საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკთან (ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექთანი და სხვ.) ერთად;
ა.ა.გ) დანართი №18 -1-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების დადასტურებისა და პაციენტის სურვილის შემთხვევაში პაციენტის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე აყვანა;
ა.ბ) აღრიცხვაზე აყვანილი და ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების მიმართვით გაგზავნილი პაციენტების მომსახურება:
ა.ბ.ა) დანართი №18 -1-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების გათვალისწინებით:
ა.ბ.ბ) პაციენტის ვიზიტები ექიმ-ფსიქიატრთან;
ა.ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკების (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ფსიქოთერაპევტი, ლოგოპედი და სხვა.); დახმარება/კონსულტაცია;
ა.ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია (ექიმი-თერაპევტი, ექიმი-ნევროლოგი);
ა.ბ.ე) ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე მყოფი პაციენტების მკურნალობა და ექიმი-ფსიქიატრის დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ა.ბ.ვ) საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა ვიზიტები ბინაზე;
ბ) ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია მოიცავს ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას:
ბ.ა) იმ პაციენტების შერჩევა, რომელთაც ესაჭიროებათ სოციალურ უნარ-ჩვევათა და შემეცნებითი უნარების აღდგენა-გავარჯიშება;
ბ.ბ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ პაციენტთა შეფასება სპეციალური ტესტებით და ჯგუფების დაკომპლექტება;
ბ.გ) მოზრდილთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდების განხორციელება ხდება სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №112/ნ 02.04.2007 “ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ”);
ბ.დ) პაციენტების საბოლოო შეფასება ტესტების საშუალებით.
2. სტაციონარული მომსახურება შედგება ოთხი ქვეკომპონენტისგან:
ა. ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა სტაციონარულ მომსახურებას 15 წლის ასაკიდან (“ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანების საფუძველზე), კერძოდ:
ა.ა) პაციენტის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის შეფასება;
ა.ბ) საჭიროების მიხედვით კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები:
ა.ბ.ა) სისხლის საერთო ანალიზი;
ა.ბ.ბ) შარდის საერთო ანალიზი;
ა.ბ.გ) ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
ა.ბ.დ) ვასერმანის რეაქცია;
ა.ბ.ე) ელექტროენცეფალოგრაფია;
ა.გ) საჭიროების მიხედვით ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია;
ა.დ) მოკლევადიანი სტაციონარული მომსახურება, რომელიც გულისხმობს იმ მდგომარეობების კუპირებას, რომლებიც მიმდინარეობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით (ან მასთან გათანაბრებული ემოციური და ნებითი სფეროს დარღვევებით), რაც განაპირობებს ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების მწვავე მოშლას. მომსახურება საჭიროებს აქტიურ მედიკამენტოზურ მკურნალობას, გაძლიერებულ მეთვალყურეობას და მომსახურების გრძელვადიან ტიპთან შედარებით მეტ სამედიცინო პერსონალს.
ა.ე) გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურება, რომელიც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში მოკლევადიანი სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელებას ან იმ პაციენტთა თერაპიას, რომელთა სტაციონარგარეშე დახმარება ვერ ხერხდება ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევების გამო.
ა.ვ) იმ პაციენტების მკურნალობა, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ. მომსახურება საჭიროებს აქტიურ შემანარჩუნებელ მედიკამენტურ მკურნალობას, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს და დამატებით მომსახურებას.
ა.ზ) იმ პაციენტების კვებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას.
ა.თ) დამატებითი მომსახურება: იმ პაციენტების დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.
ა.ი) სარეაბილიტაციო მომსახურება გრძელვადიანი მდგომარეობების დროს: სხვადასხვა სარეაბილიტაციო მეთოდებით მომსახურების უზრუნველყოფა, საჭიროების მიხედვით ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების შესაბამისად.
ბ. ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ნეიროფსიქიატრიული აშლილობების მკურნალობას დანართი №18- 2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების გათვალისწინებით.
გ. ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე იმ პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება, რომლებიც პროგრამაში მონაწილე ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ყოფნის დროს საჭიროებენ გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას.
გ.ა) ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა იდენტურია მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოცულობისა.
დ. ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტი:
| დ.ა) | მომსახურების მოცულობა: | მომსახურების ღირებულება | |
| დ.ა.ა) | F10.4 | ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით | 835 ლარი |
| დ.ა.ბ) | F10.51 | ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; მწვავე ბოდვითი ფსიქიკური აშლილობა | 1020 ლარი |
| დ.ა.გ) | F10.52 | ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; ფსიქოზური აშლილობა მწვავე ჰალუცინოზით | 790 ლარი |
| დ.ა.დ) | F10.3 | ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; აღკვეთის მდგომარეობა პრედელირიოზული | 880 ლარი |
მუხლი 5. შესყიდვისა და განხორციელების მექნიზმები
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვისა და განხორციელების პრინციპები განსაზღვრულია შემდეგ ცხრილში
| კომპონენტი/ქვეკომპონენტი | მომსახურების შესყიდვა |
| ა)ამბულატორიული მომსახურება |
|
| ა.ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება | შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. |
| ა.ბ) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია | შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. |
| ბ)სტაციონარული მომსახურება |
|
| ბ.ა) მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
|
| ბ.ბ) ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. |
| ბ.გ) ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება
| მომსახურება განხორციელდება მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების მიერ.
|
| ბ.დ) ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება
| შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. |
2. ხელშეკრულების პირობებს, ანგარიშსწორების ფორმებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო და ინფორმაციის სახით წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 6. დაფინანსების მეთოდოლოგია
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება სრულად, გარდა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებისა.
2. ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით დანართი №18 -3 -ის შესაბამისად.
3. მოზრდილთა სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით დანართი №18 -4 -ის შესაბამისად.
4. ბავშვთა სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით: 1 თვის ბიუჯეტი – 12 586 ლარი.
5. ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება „მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული ნოზოლოგიური ჯგუფებისათვის დადგენილი ტარიფებით სრულად (თანაგადახდის გარეშე).
6. ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება 70%-ით.
მუხლი 7. ბიუჯეტი
„2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 941 144 ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| კომპონენტი | ღონისძიება | ბიუჯეტი |
| 1.ამბულატორიული მომსახურება | ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება
| 2 597 232
|
| ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია | 70 100 | |
|
| სულ | 2 667 332 |
| 2. სტაციონარული მომსახურება
| მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | 6 933 780 |
| ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | 151 032 | |
| ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება | 45 000 | |
| ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება
| 144 000 | |
| სულ | 7 273 812 | |
| სულ ბიუჯეტი |
| 9 941 144 |
დანართი №18-1
|
|
|
|
|
|
| ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურებით განსაზღვრული ნოზოლოგიები |
| 1 | F00 | დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს |
| 2 | F01 | სისხლძარღვოვანი (ვასკულარული) დემენცია |
| 3 | F02 | დემენცია სხვა თავში მოყვანილი დაავადებების დროს |
| 4 | F03 | დაუზუსტებელი დემენცია |
| 5 | F04 | ორგანული ამნეზიური სინდრომი, რომელიც არ არის გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებით |
| 6 | F06 | ტვინის დაზიანებითი და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი |
| 7 | F07 | ტვინის დაზიანებით და დისფუნქციით, აგრეთვე ფიზიკური დაავადებით გამოწვეულ პიროვნული და ქცევითი აშლილობები |
| 8 | F09 | დაუზუსტებელი ორგანული და სიმპტომატური ფსიქიკური აშლილობანი |
| 9 | F20 | შიზოფრენია |
| 10 | F21 | შიზოტიპური აშლილობა |
| 11 | F22 | ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობანი |
| 12 | F23 | მწვავე და გარდამავალი (ტრანზიტული) ფსიქოზური აშლილობანი |
| 13 | F24 | ინდუცირებული ბოდვითი აშლილობა |
| 14 | F25 | შიზოაფექტური აშლილობანი |
| 15 | F28 | სხვა არაორგანული ფსიქოზური აშლილობანი |
| 16 | F29 | დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქოზი |
| 17 | F30 | მანიაკალური ეპიზოდი |
| 18 | F31 | ბიპოლარული აფექტური აშლილობა |
| 19 | F32 | დეპრესიული ეპიზოდი |
| 20 | F33 | რეკურენტული დეპრესიული აშლილობა |
| 21 | F43 | რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები |
| 22 | F62.0 | კატასტროფის შემდგომი გახანგრძლივებული პიროვნული ცვლილებები |
| 23 | F70 | მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა |
| 24 | F71 | საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა |
| 25 | F72 | მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა |
| 26 | F73 | ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა |
| 27 | F78 | სხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობა |
| 28 | F79 | დაუზუსტებელი გონებრივი ჩამორჩენილობა |
| 29 | F80 | მეტყველების სპეციფი კური აშლილობა |
| 30 | F81 | სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული სპეციფიური აშლილობა |
| 31 | F82 | მოტორული ფუნქციის განვითარების სპეციფი კური აშლილობა |
| 32 | F83 | განვითარების შერეული სპეციფი კური დარღვევები |
| 33 | F84 | განვითარების ზოგადი აშლილობანი |
| 34 | F88 | ფსიქოლოგიური განვითარების სხვა აშლილობანი |
| 35 | F89 | ფსიქოლოგიური განვითარების დაუზუსტებელი აშლილობანი |
| 36 | F90 | ჰიპერკინეზური აშლილობა |
| 37 | F91 | ქცევის აშლილობები |
| 38 | F92 | ქცევისა და ემოციების შერეული აშლილობები |
| 39 | F93 | ემოციური აშლილობები ბავშვებში |
| 40 | F94 | სოციალური ფუნქციონირების აშლილობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში სპეციფი კური დასაწყისით |
| 41 | F95 | ტიკები |
| 42 | Z02.7 | სამედიცინო ცნობის გაცემა (შესაძლებლობის შეზღუდვის – სსე) |
დანართი №18-2
|
|
| ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურებით განსაზღვრული ნოზოლოგიები |
| 1 | F 06 | თავის ტვინის დაზიანებათა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა სომატური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები |
| 2 | F 40 | შფოთვით-ფობიკური აშლილობები |
| 3 | F 41 | სხვა შფოთვითი აშლილობები |
| 4 | F 42 | ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები |
| 5 | F 43 | რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები |
| 6 | F 44 | დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობები |
| 7 | F 45 | სომატოფორმული აშლილობები |
| 8 | F 48 | სხვა ნევროზული აშლილობები |
| 9 | F 50 | საკვების მიღებასთან დაკავშირებული დარღვევები |
| 10 | F 51 | არაორგანული ხასიათის ძილის დარღვევები |
| 11 | F 80 | მეტყველების სპეციფიური აშლილობა |
| 12 | F 84 | განვითარების ზოგადი აშლილობანი |
| 13 | F 90 | ჰიპერკინეტიკური აშლილობა |
| 14 | F 91 | ქცევის აშლილობები |
| 15 | F 93 | ემოციური აშლილობები ბავშვებში |
| 16 | F 94 | სოციალური ფუნქციონირების აშლილობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში სპეციფიური დასაწყისით |
| 17 | F 95 | ტიკები |
| 18 | F 98 | სხვა ქცევითი და ემოციური აშლილობანი განვითარებული ბავშვებსა და მოზარდებში |
დანართი №18-3
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება | 1 თვის ბიუჯეტი ლარში
|
| აჭარის ა/რ (თვითმმართველი ქალაქი ბათუმი) | 14 973 |
| საქართველოს დედაქალაქი – თბილისი:
| 61 585 |
| კახეთი (თელავის მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი) | 18 118 |
| იმერეთი (თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, ხონის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) | 41 106 |
| სამეგრელო და ზემო სვანეთი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი) | 26 508 |
| შიდა ქართლი (გორის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი) | 12 160 |
| ქვემო ქართლი (თვითმმართველი ქალაქი რუსთავი) | 18 656 |
| გურია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) | 12 338 |
| სამცხე-ჯავახეთი (ახალციხის მუნიციპალიტეტი) | 6 347 |
| მცხეთა-მთიანეთი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) | 4 645 |
დანართი №18-4
| თვითმმართველი ერთეულის დასახელება | 1 თვის ბიუჯეტი ლარში |
| თვითმმართველი ქალაქი ბათუმი | 44 136 |
| საქართველოს დედაქალაქი–თბილისი | 171 655 |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 5 832 |
| ხონის მუნიციპალიტეტი (მ.შ დაცვის ხარჯები) | 271 273 |
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | 4 487 |
| სენაკის მუნიციპალიტეტი | 4 487 |
| წალკის მუნიციპალიტეტი | 42 297 |
| ხაშურის მუნიციპალიტეტი | 33 648 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები