დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის ქ. თბილისის მერიის მიერ სესხის გაცემაზე თანხმობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14-79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 27/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 70, 29/12/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.36.101.016014 |
ქ. თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №14-79
2010 წ ლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის ქ. თბილისის მერიის მიერ სესხის გაცემაზე თანხმობის შესახებ
1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების მიზნით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს ქ. თბილისის მერიას უპროცენტოდ, უზრუნველყოფის გარეშე გასცეს სესხი, ქ. თბილისში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, 4 წლის ვადით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია 2011 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები