"თვითმმართველი ერთეულის - ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016023
  • Word
43
27/12/2010
ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
010250020.35.121.016023
"თვითმმართველი ერთეულის - ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ვანი

„თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. „თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის ოქტომბრის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „საკანონმდებლო ორგანო“ შეიცვალოს სიტყვებით: „წარმომადგენლობითი ორგანო“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტში და დადგენილების №2 დანართში: „წერილობითი ხელშეკრულება“ შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში სიტყვები: „სამეწარმეო რეესტრი“ შეიცვალოს სიტყვებით: „მეწარმეთა რეესტრიდან“.

მუხლი 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                დ. კაკაბაძე