დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.121.016021 |
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. ვანი
,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1. ,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 56-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დოკუმენტაციის მომზადება და შეთანხმება“.
მუხლი 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გია ოჩხიკიძეს.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები