„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 30/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016011
  • Word
47
27/12/2010
სსმ, 71, 30/12/2010
190020020.35.151.016011
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა 47

2010 წლი 27 დეკემბერი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის 25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 17.12.2010 წლის 1160 განკარგულების შესაბამისად

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის 25 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, ნაცვლად 3606,0 ათ.ლარისა, 3614,0 ათ.ლარის ოდენობით. მათ შორის:

ა) გადასახადები - 766,9 ათ.ლარის ოდენობით;

ბ)მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 47,5 ათ.ლარის ოდენობით;

გ) გათანაბრებითი ტრანსფერი 754,5 ათ.ლარის ოდენობით;

დ) სპეციალური ტრანსფერი 991,9 ათ.ლარის ოდენობით;

ე) სხვა შემოსავლები 79,2 ათ.ლარის ოდენობით;

ვ) არაფინანსური აქტივების კლება 111,4 ათ.ლარის ოდენობით.

2. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ორგანიზაციულ ჭრილში, ნაცვლად 3606,0 ათ.ლარისა, 3614,0 ათ. ლარის ოდენობით, კერძოდ, კულტურული ღონისძიებების სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება განისაზღვროს 8,0 ათ.ლარის ოდენობით.

3. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, ნაცვლად 3606,0 ათ.ლარისა, 3614,0 ათ.ლარის ოდენობით.

4. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 872,6 ათ.ლარის ოდენობით.

5. განისაზღვროს 2010 წლის 1 იანვრისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან (910,6 ათ.ლარი) გარდამავალი საბრუნავი საშუალებები 38,0 ათ.ლარის ოდენობით.

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიას.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  გ. მალანია