დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის N211 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 885 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 170, 29/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016023 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №885
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006წ., №96, მუხ. 1288) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები :
1. მე-11 მუხლის :
ა) პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების სამმართველო;” ;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ” ქვეპუნქტი:
,,ნ ) სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილება.”.
2. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;
ბ) მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი;”;
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ ”, ,,ე”, ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტები:
,,დ ) დანაშაულის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა;
ე ) შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება;
ვ ) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება;
ზ) სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოების მეშვეობით ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები ს განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში.” ;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების სამმართველოს ფუნქცია ა – სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის მიხედვით, რთული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. ”;
ე) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:
,,ვ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია.” .
3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
,, 13 . სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილების ფუნქციებია სასამართლო დადგენილებით (ბრძანებით), გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით დოკუმენტური რევიზიის, შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის მიღებულ შედეგებზე დასკვნების წარდგენა.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები