"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ"

  • Word
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 30/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.115.016010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
24/12/2010
სსმ, 71, 30/12/2010
010320000.35.115.016010
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ"
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2010 - 20/01/2011)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №29

2010 წლის 24 დეკემბერი

დ. ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად:

1. განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 თებერვლის №4 დადგენილება;

ბ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 თებერვლის №5 დადგენილება;

გ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №1 დადგენილება;

დ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №2 დადგენილება.

3. ბათილად იქნეს ცნობილი:

ა) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის              12 თბერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილება;

ბ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის             12 თბერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 დეკემბრის №28 დადგენილება.

3. ეს დადგენილება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

4. დადგენილების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 24 დეკემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე        ვ. ქურასბედიანი

დანართი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

 

2260

2

გამგებელი

 

2260

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

1080

4

გამგებლის მოადგილე

 

860

5

საკრებულოს აპარატის უფროსი

 

680

6

გამგეობის სამსახურის უფროსი

 

680

7

საკრებულოს კომიის თავმჯდომარე

 

630

8

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

630

9

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

 

430

10

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის რწმუნებული

400

უმცროსი საჯარო თანამდებობები

 

11

საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი

 

400

12

საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი

 

380

13

საკრებულოს აპარატის სპეციალისტი

 

320

14

გამგეობის მთავარი სპეციალისტი

 

400

15

გამგეობის წამყვანი სპეციალისტი

 

320

16

გამგეობის უფროსი სპეციალისტი

 

280

17

გამგეობის სპეციალისტი

 

250