2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 17/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
  • Word
171
16/04/2002
სსმ, 36, 17/04/2002
010.340.000.05.002.002.
2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №171

2002 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

2002 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფი­ნა­ნ­სებაზე მყოფი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების სათ­ბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფის მოწესრიგების მიზნით:

1. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ­მა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა 2002 წლის პირველი კვარტალიდან შეიმუშაონ თავიანთი ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერ­­­­გე­ტიკული რესურსების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ნავ­თობპროდუქტები, ნახშირი და სხვ.) განაცხადები ენერგიის მოქმედი ტარიფების გათვალისწინებით ნატურალური და ფულადი გამოსახულებით და შეუთანხმონ ისინი:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა – ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის რეგიონალურ სტრუქტურებს;

ბ) ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს.

2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.მირცხუ­ლავა) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) შეიმუშაონ და დაამტკიცონ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ენერგორესურსების შეძე­ნის ტიპობრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეთანხმებული გა­ნაც­ხადის საფუძველზე საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა 2002 წლის პირველ კვარტალში უზრუნველყონ ხელშეკრულების გაფორმება ენერგეტიკული რესურსების მიმწოდებელ სტრუქტურებთან.

3. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების ანაზღაურება განხორციელდეს ხელშეკრულებით განსაზღვ­რულ პირობებსა და ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული განაცხადის ფარგლებში.

4. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროების, უწყებებისა და ორ­განიზაციების ხელმძღვანელებმა დახარჯული ენერგეტიკული რესურ­სების ასანაზღაურებლად მკაცრი კონტროლი დაუწესონ საქართველოს ფი­ნან­სთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ ხარ­ჯ­ვას, მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების სრულ და დროულ ანაზღაურებას.

5. დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურება განხორციელდეს მიმწოდებელსა და მომხმარებლებს შორის მხოლოდ ფულადი სახსრებით.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სა­მი­ნის­ტროსთან ერთად 2002 წლის I კვარტალში საქართველოს სახელ­მწი­ფო მინისტრს წარუდგინოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2000-2001 წლებ­ში მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების საფასურის გა­და­ხდის, დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის წინადადებები და გრაფიკები.

7. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ.ბე­რიძე) ერთ თვეში დადგენილი წესით შეიმუშაოს საბიუჯეტო ორგანი­ზაციების მიერ მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების კვარტალური აღრიცხვის ფორმები ნატურალური და ფულადი გამოსახულებით.

ე. შევარდნაძე