დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/3 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.000523 |
სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.157.000.523
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10/3
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილების ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები