სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჯაროობისათვის განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჯაროობისათვის განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 05/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002.
  • Word
148
02/04/2002
სსმ, 32, 05/04/2002
120.340.000.05.002.002.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჯაროობისათვის განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №148

2002 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჯაროობისათვის განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მწარმოებელმა შესაბამისმა ორგანომ სავალდებულო სამხედრო სამ­სახურში გაწვევის პროცესის საჯაროობის მიზნით:

1. ყოველი გაწვევის დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას:

ა) სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებულ მოქა­ლაქეთა სია;

ბ) იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც გაწვევის დაწყების დღისათვის შეუსრულდებათ 27 წელი, გათავისუფლდებიან გაწვევისაგან და ჩაირიც­ხებიან რეზერვში;

გ) კატეგორიების მიხედვით იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათა­ვისუფლებას ან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადა­ვადებას.

2. გაწვევის დაწყების დღიდან მის დამთავრებამდე თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას:

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა სია;

ბ) იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც წარმოქმნილ გარემოებათა გამო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად დაექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფ­ლებას ან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას.

3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (თ. ჯაფარიძე) და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ. ხატიძე).

ე. შევარდნაძე