აქციონერთა კრების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ

  • Word
აქციონერთა კრების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები ს.ს. "ჯორჯიან ქარდი"
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
227
27/12/2010
სსმ, 92, 29/12/2010
აქციონერთა კრების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ
ს.ს. "ჯორჯიან ქარდი"

განცხადება

სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ჯორჯიან ქარდის“ დირექტორატი აცხადებს, რომ სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება დაგეგმილია 2011 წლის თებერვლის თვეში.

სს „ჯორჯიან ქარდის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 10 იანვარი 17:00 სთ-ის მდგომარეობით.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგი და რეკომენდაციები, ისევე როგორც კრების ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო, გამოქვეყნდება მოგვიანებით, კანონის შესაბამისად, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის ოფიციალურად გამოცხადებასთან ერთად.

გენერალური დირექტორი  ნ. ქებურია