"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 126/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 169, 28/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016041
  • Word
126/ნ
27/12/2010
სსმ, 169, 28/12/2010
040030000.22.022.016041
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 126/

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლას ეწოდოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი ბესიკ კაპანაძის სახელი და ,,ეწოდოს ბესიკ კაპანაძის სახელობის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა”.

მუხლი 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში:

ა) სოფ. დუმანას საჯარო სკოლას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ,,სოფ. დუმანისის საჯარო სკოლა”. აღნიშნულ საჯარო სკოლას მისამართად განესაზღვროს შემდეგი: ,,სოფ. დუმანისი”;

ბ) სოფ. მანგლისის №1 საჯარო სკოლას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ,,დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლა”.

მუხლი 3. ხონის მუნიციპალიტეტში:

ა) სოფ. ჩაის მეურნეობის საჯაროს სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი მალხაზ აბაშიძის სახელი და ეწოდოს ,,მალხაზ აბაშიძის სახელობის სოფ. ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა”.

ბ) სოფ. გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე სასულიერო პირის მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელი და ეწოდოს ,,მღვდელი - ლუკა ჩომახიძის სახელობის სოფ. გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლა.

მუხლი 4. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ: 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

 ა) ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

10

 ბესიკ კაპანაძის სახელობის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა

სოფელი ძლევიჯვარი

დაწ-საბ-საშ

 

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის მე-9 და 21-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

9

სოფ. დუმანის საჯარო სკოლა

სოფელი დუმანისი

დაწ-საბ

 

21

დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლა

წერეთლის ქ. №3

დაწ-საბ-საშ

 

გ) ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის მე-2 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2

მალხაზ აბაშიძის სახელობის სოფ . ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა

ხონი, სოფ. ჩაის მეურნეობა

დაწ-საბ-საშ

 

20

მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის სოფ. გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლა

ხონი, სოფ. გოჩა ჯიხაიში

დაწ-საბ-საშ

 

მუხლი 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                        . სეფერთელაძე