"ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 30/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
65
24/12/2010
სსმ, 71, 30/12/2010
010260020.35.143.016029
"ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2010 - 14/01/2011)

     ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

2010 წლის 24 დეკემბერი

. ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქარველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.  დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

2.  ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 აპრილის 113 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           დ. ლომიძე

 მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სტატუსი

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი წარწერით „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“.

6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ხაშური, გალაკტიონ ტაბიძის ქ. 2, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართული.

    მუხლი 2. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება

1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.

2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

თავი II

სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა

    მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის მიზანი

1. სამსახურის საქმიანობის მიზანია:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების, სოციალ-ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური და გრძელვადიანი სტრატეგიული პროგრამების პროექტების შედგენისა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელების ორგანიზება ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლებების დაგეგმარების უზრუნველყოფა, მშენებლობის კოორდინაცია და საამშენებლო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების კეთილმოწყობა და გამწვანება, დასუფთავება, საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, წყლისა და ტყის რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა. ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციაზე, მართვასა და ეფექტურ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება, დაქვემდებარებული სფეროების გამართული მუშაობის, მისი ჯეროვანი მართვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება;

ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები

1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა;

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების, დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობისა და დასუფთავების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, გარე რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ამოცანები.

    მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახურის ფუნქციებია დადგენილი წესით უზრუნველყო:

ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

ბ) ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება;

ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, სარგებლობის, განკარგვის და პრივატიზების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე, ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნ, რეაბილიტაცი და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა და მოვლა-პატრონობა;

ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობისა და გამწვანების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია;

თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე, აღნიშნული სამუშაოების ორგანიზება;

ი) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე, ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

კ) სასაფლაობის მოვლა-პატრონობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება, ადგილობრივი ტყის ფონდის, ადგილობრივი წყლისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის აღრიცხვა, მართვა და განვითარება;

ლ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების, გარე რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება, დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება, შესაბამისი გეგმარებითი დავალებების მომზადება;

) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე შესაბამისი და ინდივიდუალური აქტების შემუშავება;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა;

) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება;

ბ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;

გ) ინფრასტრუქტურის განვითარების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილება;

დ) სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება;

ე) არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება.

    მუხლი 7. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რესურსების მართვის პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს შემოწმებები ხელშეკრულების პირობების დაცვის სისწორეზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში პროდუქციაზე, საქონელსა და მოსახლეობისათვის გაწეულ მომსახურებაზე რეგულირებადი ფასებისა და ტარიფების განხილვაში;

) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხებზე საჭირო სამუშაოების შესასრულებლად მოწვეული სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფები;

) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებთან, დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;

ბ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მათ იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება;

) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;

) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის.

    მუხლი 8. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების ფუნქციები

1. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენის სამუშაოების ორგანიზებას;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; გამგებლის დავალებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაში ცვლილებების პროექტის მომზადება;

) მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათ ანალიზ და შესაბამის დასკვანის წარდგენა გამგებლისათვის საკრებულოს სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე;

) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა; საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეკონომიკურ-სტრუქტურული მოდელების შექმნის მეთოდოლოგიურ განზოგადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

) წინადადებების მომზადება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;

) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებას, ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალურ რესურსების მოზიდვის ორგანიზება;

) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამისობის შეფასება და მიღებული შედეგების ეფექტურობის ანალიზ;

კ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადება;

) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული წინადადებების შეფასება და დასკვნების შემუშავება;

) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება; გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;

) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;

) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას, მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების და ფინანსური დახმარებების შესახებ წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების მონიტორინგ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;

) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა;

) რეგიონთაშორისი სავაჭრო კავშირების განვითარების კოორდინაცია და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ბაზრობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზაციისა და მათი შენარჩუნების მიზნით საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშება, რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზება;

ყ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების პროექტებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;

) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება და მოსაკრებლის ამოღების ხელშეწყობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

) გამგებლის დავალებით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით დასადები შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;

) მოქმედი კანონმდებლობითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 9. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები

1. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადება;

გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვა;

) ბუნებრივი რესურსების მდგომარეობისა და ხარისხის შეფასება და აღრიცხვა;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების პროექტის მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

ვ) წინადადებების მომზადება ხაშურის მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა;

)  ხაშურის მუნიციპალიტეტის გასხვისებული ქონების გამოყენების და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება;

) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია;

) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველ ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას, გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა;

) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

) რეკომენდაციების შემუშავებას ხაშურის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;

) წინადადებების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებში მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის შესახებ;

) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების რენტაბელობის ასამაღლებლად და საწარმოთა სიმძლავრეების ეფექტიანობის ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარების კორდინაცია;

) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა აუდიტორული შემოწმების ორგანიზებას და კოორდინაცია;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საწარმოებში მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება სამსახურის კომპეტენციების ფარგლებში, პარტნიორთა/აქციონერთა კრებებზე რწმუნებული პირის მეშვეობით საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღება;

) წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა მომავალი განვითარების ბიზნეს-გეგმისა და წლიური ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე; დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზება, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება ბიზნეს-გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ; საწარმოთა განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და შედეგობრივი პარამეტრების პროგნოზირება;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების, განკარგვის შესახებ პროგრამების, პროექტების და წინადადებების მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის წესების პროექტის შემუშავება;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

) ადგილობრივი ქონების ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასება; ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების ხელშეწყობა;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელებას;

) მოქმედი კანონმდებლობითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 10. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილების ფუნქციები

1. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფ:

ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების და გეგმების შემუშავებას, მათი განხორციელების მონიტორინგ;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობა;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში საბინაო-კომუნალური მეურნეობის ობიექტების კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა.

) საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების საერთო კოორდინაცია;

ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას, დამტკიცებულ პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებებების მომზადება;

) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება, დარგის რეაბილიტაციასა და განვითარებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;

) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის, შეკეთებისა და ექპლატაციის შესახებ წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებში საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება და გზების დახაზვის უზრუნველყოფა;

) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა, ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება და დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;

) ხაშურის მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშუტო ქსელის შესახებ საინფორმაციო და სტატისტიკური ბაზის შექმნა;

) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვებთან, ავტოტრანსპორტის პარკირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზების უზრუნველყოფა;

) წინადადებიბის მომზადებას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

) საჭიროების შემთხვევაში ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საქართველოს კანონით დადგენილ კატეგორიის მოქალაქეებზე საბინაო-კომუნალური მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;

) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტის მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, დამტკიცებული ტარიფების დაცვაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა და წინადადებების მომზადება საქართველოს კანონით დადგენილ კატეგორიის მოქალაქეებზე სამგზავრო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ;

) სატრანსპორტო და საბინაო-კომუნალური მეურნეობის გამართული, სტაბილური ფუნქციონირებისათვის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისათვის წინადადებების მომზადებას;

) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზება და შადრევან-აუზების მოვლა- პატრონობის, გამწვანების და დასახლებული პუნქტების გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

) გარე განათების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებებში სახლების ნუმერაციას;

) დაქვემდებარებულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

) სანიტარული დასუფთავების, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავების, საოჯახო-საყოფაცხოვრებო, მყარი და თხევადი ნარჩენების შეგროვების, გატანის, ნაგავსაყრელების მოწყობის, გამოყენების და უტილიზაციის შესახებ პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

ყ) ნარჩენების შეგროვების, გაუვნებელყოფისა და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირების საკითხების მომზადებას, მომსახურების გრაფიკების შემუშავება ან შემუშავებაში მონაწილეობა, მყარი და თხევადი ნარჩენების სფეროს მართვას;

) დასახლებებში ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებებების მომზადება; დასახლებათა ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებისა და მყარი და თხევადი ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების პროექტების შემუშავება;

) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე, წინადადებების მომზადება გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე, ღონისძიებების დაგეგმვა ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;

) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე;

ძ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში და შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;

) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით სარიტუალო მომსახურების ორგანიზებას, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

) ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციისათვის. სტიქიური უბედურობებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღებას; მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;

ხ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობასთან, გარე რეკლამის განთავსებასთან, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;

ჯ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებ;

ჰ) მოქმედი კანონმდებლობითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 11. სამსახურის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების ფუნქციები

1. სამსახურის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება;

) წინადადებების მომზადება თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;

) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;

) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის პროცესებში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფა, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის პრინციპების დაცვა;

) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა;

) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი და რეკრეაციული ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება;

ი) მონაწილეობის მიღება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვაში, მიწის გამოყენებაზე კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;

) გეგმარებითი დავალებების მომზადება;

) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება;

) ქალაქმშენებლობითი კადასტრის შედგენა და წარმოება;

ნ) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების მოდელირება;

) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაცია;

) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა;

) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

) მშენებლობის ნებარვების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება;

) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი12. არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება

1. სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფ:

) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის ორგანიზების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებით რეგულირებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში მომსახურების მიწოდებით დაკავებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება-შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) არალეგარული და უნებართვო მეწარმეობის აღმოფხვრისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მომზადება;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტარიფების და მომსახურების პირობების დაცვაზე ზედამხედველობის ორგანიზება;

ვ) გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობა;

ზ) გარე რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენა;

თ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ი) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;

) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;

) კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება.

თავი III

სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები

    მუხლი 13. სამსახურის მართვა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

3. სამსახურის უფროსი:

ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს. შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

დ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;

ე) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;

ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს;

თ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას;

ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინუი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;

ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ნ) ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;

ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ;

პ) დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

ჟ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან;

რ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ს) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;

ტ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას;

უ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას;

ფ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;

ქ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას.

8. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

9. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

10. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს განყოფილების მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვას, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

დ) დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს შესათანხმებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;

ე) დადგენილი წესით შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) ყოველთვიურად ადგენს და სამსახურის უფროსს დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს;

თ) განყოფილების საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს და სამსახურის უფროს შესათანხმებლად წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას;

ი) განყოფილების მოხელეებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინუი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;

ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

მ) პერიოდულად ისმენს განყოფილების მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ნ) სამსახურის უფროსის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია განყოფილების წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება განყოფილების წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში –  დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;

ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, განყოფილების მოხელეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ;

პ) დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებებს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ჟ) განყოფილების კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

რ) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განყოფილების კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;

ს) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს განყოფილების კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას;

ტ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების და შესასრულებლად გადაცემული სხვა კორესპონდენციის განხილვას;

უ) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;

ფ) განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე.

12. განყოფილების საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურის უფროსი.

13. განყოფილების უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 14. სამსახურის პერსონალი

1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები.

2. სამსახურისა და სამსახურის განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 15. სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი

1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნნ შტატგარეშე მოსამსახურეები.

    მუხლი 16. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო განრიგის დამტკიცების წესი

 სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს, თანამდებობათა დასახელებას და შტატებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

    მუხლი 17. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის მოსამსახურეების უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) განყოფილობის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;

დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები;

ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები;

ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;

თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები.

თავი IV

სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი

    მუხლი 18. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი

1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახურის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი და კანონით ნებადართული შემოსავლები.

4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას.

6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.