დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4130-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 27/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120300000.05.001.016127 |
საქართველოს კანონი
„თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 107) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, მრავალწლიანი პერიოდისათვის მიმოიხილავს არსებულ სტრატეგიულ გარემოს და კონკრეტულად ადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ საფუძველზე ხორციელდება შეიარაღებულ ძალებში ოპერატიული გეგმების შემუშავება და ამ დოკუმენტთან დაკავშირებული დაგეგმვის სხვა სფეროების (მატერიალურ-ტექნიკური, ინფორმაციული და უწყებათაშორისი კოორდინაციის) ორგანიზება. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიმუშავებს სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხორციელდება მისი ანალიზი. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4130-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები