ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 24/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 001026020.35.146.000405
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
11/08/2010
სსმ, 15, 24/08/2010
001026020.35.146.000405
ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქურთას მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/08/2010 - 15/09/2014)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.146.000.405

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ნებიერაძე

დანართი №1

ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

1. ქურთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სამხედრო აღრიცხვის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

 ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;

 გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;

 დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

 ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვასა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

 ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას;

ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;

გ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

დ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.