დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4109-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 27/12/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120090000.05.001.016128 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2011 წელს: არა უმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი – არა უმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.
2. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 338).
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4109-რს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5442 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები