სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 05/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.002.002.
  • Word
85
28/02/2002
სსმ, 19, 05/03/2002
040.170.020.05.002.002.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №85

2002 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის, ამ სფეროში კორუფციული მოვლენების აღკვეთისა და მსოფლიო ბანკის რეკო­მენდაციების შესრულების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად:

1. 2002 წლის 1 აპრილამდე ყოველ შემსყიდველ ორგანიზაციაში არსებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ჩამოყალიბდეს შესყიდვების სტრუქტურული ერთეული ან გამოიყოს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი.

2. 2002 წლის 1 აპრილამდე საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (ა. გამყრელიძე) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (თ. ხომერიკი) შეთანხმებით პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხაში, რომელთა მიღებაც დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, გაითვალისწინოს სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პროფესია და შეიმუშაოს და დაამტკიცოს სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტთა სავალდებულო სერტიფი­ცირების პირობები და წესი.

3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ:

ა) გააძლიეროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურების მონიტორინგი, განახორციელოს პრევენციული ღონის­ძიებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სამართალდარღვევების აღმოსაფხვრელად და შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით მოახდინოს სათანადო რეაგირება;

ბ) მსოფლიო ბანკის SRS კრედიტის ფარგლებში უზრუნველყოს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული სახელმწიფო შესყიდვების რეფორ­მის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის რეალიზაცია;

გ) უზრუნველყოს სააგენტოს სპეციალური პერიოდული ბიულეტენის გამოცემა და შემსყიდველ ორგანიზაციებამდე დაყვანა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) აფხა­ზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინის­ტროებმა, სახაზინო სამსახურმა (დ. რამიშვილი) და ადგილობრივმა საფინანსო ორგანოებმა რეგულარულად მიაწოდონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაზუსტებული ინფორმაცია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის სახსრების ფაქტობრივი გამოყოფის შესახებ.

5. სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად 2002 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს საბიუჯეტო დაწე­სებულებების ფაქტობრივი დაფინანსების მაჩვენებელთა ფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ ოფიციალური ცნობის სახით მიეწოდება შესყიდვების სააგენტოს. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურის სრულყოფა მასში სახსრების მიზნობრიობის უფრო გამოკვეთილად ასახვის მიზნით.

6. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სავალდებულო წესით აწარ­მოონ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების ინსპექტირება და უზრუნველყონ ამ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეგულარულად მიწოდება და საჯარო გამოქვეყნება.

7. საქართველოს სამინისტროებმა, დაწესებულებებმა, სახელ­მწიფო უწყებებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნ­ველყონ მათ დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ან/და მათ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა.

8. მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ­თალდარღვევათა კოდექსით“ მინიჭებული ფუნქციების სრულ­ყოფილად რეალიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნ­ველყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დროული და სრული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში მისთვის გათვა­ლისწინებული სახსრების შესაბამისად.

9. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს სა­ქარ­თვე­ლოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურმა.

ე. შევარდნაძე