ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 19/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.000341
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
23
04/08/2010
სსმ, 14, 19/08/2010
010260020.35.140.000341
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/08/2010 - 22/07/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.140.000.341

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010 წლის 4 აგვისტო

დ. ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 11 თებერვლის №30 დადგენილება;

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.მელიქიძე

დანართი №1

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახური

1. კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კულტურისა და ხელოვნების განვითარების საკითხთა ქვედანაყოფი;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საკითხთა ქვედანაყოფი;

გ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების საკითხთა ქვედანაყოფი.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორცილებს ერთ-ერთი ქვედანაყოფის მოხელე.

4. სამსახურის ქვედანაყოფები შედგება ქვედანაყოფის მოხელეებისაგან.

5. ქვედანაყოფების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და ქვედანაყოფების მოხელეთა შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. კულტურის, ხელოვნების განვითარების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, კერძოდ:

ა) კულტურისა და ხელოვნების განვითარების საკითხებში:

– კულტურისა და ხელოვნების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

– მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლებისა და კულტურის სხვა დაწესებულებათა მართვას.

ბ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების საკითხებში:

– ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

– მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას.

გ) სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საკითხებში:

– სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

– მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას.

2. მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება

1. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. დებულების ძალაში შესვლა

ეს დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.