დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1050 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 28/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.08.002.016109 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1050
2010 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ.928) დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს საელჩო აშშ-ში.”;
ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,18. საქართველოს საელჩო იაპონიაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე კორეის რესპუბლიკაში.”;
გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ტაილანდის სამეფოში.”;
დ) 49-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე პუნქტი:
,,50. საქართველოს საელჩო კანადაში.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები