დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 13/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.168.000690 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/09/2010 - 14/02/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.168.000.690
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 7 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 13 თებერვლის №16 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ზედელაშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები (ლარობით) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | საკრებულოს აპარატის უფროსი, სამასახურის უფროსი | 700 |
| 6 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | განყოფილების უფროსი | 500 |
| 8 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 9 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი: მთავარი სპეციალისტი წამყვანი სპეციალისტი უფროსი სპეციალისტი სპეციალისტი |
420 410 300 200 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები