დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 12/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.122.000193 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/08/2010 - 24/02/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.122.000.193
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 28 ივლისი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის) თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).
2. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღიცხვის და გაწვევის სამსხურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
3. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №3).
4. ამ დადგენეილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №5 დადგენილება.
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (ზ. ლექვინაძე).
6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით (ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №31).
7. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. მეტრეველი
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის) თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 8 | გამგებლის თანაშემწე, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი | 450 |
| 9 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 10 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 11 | წამყვანი სპეციალისტი | 380 |
| 12 | უფროსი სპეციალისტი | 340 |
| 13 | სპეციალისტი | 250 |
| 14 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი | 240 |
დანართი №2
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 2 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 3 | უფროსი სპეციალისტი | 340 |
დანართი №3
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 2 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 3 | უფროსი სპეციალისტი | 340 |
| 4 | ათეულის მეთაური | 270 |
| 5 | მძღოლი | 250 |
| 6 | მეხანძრე | 250 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები