დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/01/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 15/01/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.000.05.002.002. |
სახელმწიფო სარგეისტარციო კოდი 390.050.000.05.002.002.
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №13
2002 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ
დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის ინფორმაციის გათვალისწინებით დაბა წყნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ხეების ჭრისა და მიწათსარგებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით:
1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ.ჩხობაძე), ქ. თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა), გარდაბნის რაიონის გამგეობამ (ნ.ფერიაშვილი), მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ.გეგეჭკორი) და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) სამ თვეში უზრუნველყონ დაბის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე გაცემული მიწის ნაკვეთების, უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის, საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაცია და სრულყოფილი მასალების წარდგენა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიაში.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქ. თბილისის მერიამ, გარდაბნის რაიონის გამგეობამ, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორ თვეში უზრუნველყონ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დაბა წყნეთის მონაკვეთში ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი წინასწარი პროცედურების შესრულება და სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა.
3. საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში დასახელებული უწყებების მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული მოქმედებები;
ბ) განიხილოს და გადაწყვიტოს ინდივიდუალური სარგებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოყოფილი და დღევანდელი მდგომარეობით აუთვისებელი, ხშირი ნარგავებით დაკავებული ფართობის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის ან მონაცვლეობის საკითხი;
გ) განიხილოს და გადაწყვიტოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სარგებლობის, გამოყენებისა და დაცვის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუწყვიტოს მიწათსარგებლობის უფლება. საჭიროების შემთხვევაში, მასალები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს სათანადო რეაგირებისათვის;
დ) დაუწესოს მკაცრი კონტროლი კომისიის სხდომებზე მიღებულ გადაწ-ყვეტილებებსა და დავალებების შესრულების მიმდინარეობას.
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოპოლიციის მთავარმა სამმართველომ, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაბა წყნეთის გამგეობასთან ერთად გააძლიერონ დაბა წყნეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სახელმწიფო კონტროლი, არ დაუშვან მწვანე ნარგაობის გაჩეხვა-დაზიანებისა და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტები. კანონის დამრღვევთა მიმართ ოპერატიულად გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს ნ. გაბრიჩიძეს შეისწავლოს სამართალდაცვის ორგანოებისათვის გადაცემული და რეაგირების გარეშე დარჩენილი საქმეები ხე-ტყის უკანონოდ ჭრის, მიწის მიტაცების თაობაზე, მათთან დაკავშირებული სამართალდარღვევები და მიიღოს შესაბამისი ზომები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები