დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/01/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 15/01/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.002. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2002 - 01/03/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №9
2002 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცება.
3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვროს მისი დებულებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და სხვა მოსამსახურეთა შერჩევა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, იმ პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.
5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაინიშნოს საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები