საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რეპუბლკის მთავრობას შორის 2001 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რეპუბლკის მთავრობას შორის 2001 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 135, 25/12/2001
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.002.
  • Word
525
21/12/2001
სსმ, 135, 25/12/2001
480.140.000.05.002.002.
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რეპუბლკის მთავრობას შორის 2001 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №525

2001 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2001 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2001 წლის 26 ოქტომბრის შეთანხმება „ტერორიზმთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე