დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 24/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.000389 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/08/2010 - 15/09/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.154.000.389
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2010 წლის 12 აგვისტო
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
თიანეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის სახნძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია დ. თიანეთი, 300 არაგველის ქ. №1.
თავი II
სამსახურის ძირითადი ამოცანები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
1. ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება.
2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.
3. სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია.
4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
სამსახურის მართვა და პერსონალი
1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ:
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.
5. სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან.
6. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
7. სამსახურის მოსამსახურეები:
ა) სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშს
ბ) საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ხელს აწერენ მომზადებულ დოკუმენტაციას, მათზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას;
გ) ასრულებენ ამ დებულებით, გამგეობის შინაგანაწესით და გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.
8. სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, შესაძლებელია დადგენილი წესით მიღებულ იქნენ შტატგარეშე მოხელეები.
თავი IV
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თიანეთის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი და კანონით ნებადართული შემოსავლები.
4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
1. ამ დადგენილების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები