დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საერთაშორისო ანტიტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/11/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 30/11/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.070.000.05.002.002. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/11/2001 - 27/12/2013)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №484
2001 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო ანტიტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდაციის, გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის №1373 რეზოლუციის ეფექტიანი შესრულებისა და „განუსაზღვრელი თავისუფლების“ მრავალეროვნული ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებაში საქართველოს წვლილის შეტანის მიზნით:
1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია) და ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული წესითა და მე-6 პუნქტით დამტკიცებული დანართის მიხედვით უზრუნველყონ საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია „განუსაზღვრელი თავისუფლებისათვის“ ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შესაბამის აეროპორტში გაწეული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსების ორგანიზება.
2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია):
ა) ამ ბრძანებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება იმ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას;
ბ) საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია „განუსაზღვრელი თავისუფლებისათვის“ ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს საქართველოს შესაბამის აეროპორტში მომსახურების სახელმწიფო ფინანსური უზრუნველყოფის კოორდინაცია;
გ) ყოველი თვის ბოლოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თვის განმავლობაში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების ხარჯთანუსხა;
დ) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით მიღებული სახელმწიფო დაფინანსების განაწილება შესაბამის საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის მათ მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ წარდგენილი ხარჯთანუსხის მიხედვით უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსების დროულად და შეუფერხებლად გამოყოფა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყონ ამ ბრძანებულებით განსაზღვრული მიზნებისათვის სახელმწიფო დაფინანსების განსახორციელებლად დამატებითი წყაროს გამოყენება.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ ყოველთვიურად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინონ ინფორმაცია ამ ბრძანებულების გათვალისწინებით გაწეული სახელმწიფო დაფინანსების სტრუქტურის, მოცულობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.
6. დამტკიცდეს „საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია „განუსაზღვრელ თავისუფლებაში“ მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ხომალდების მომსახურების ანაზღაურების საფინანსო გაანგარიშების შესახებ“ თანდართული დანართი.
7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა.
ე. შევარდნაძე
საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია „განუსაზღვრელ თავისუფლებაში“ მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ხომალდების მომსახურების ანაზღაურების საფინანსო გაანგარიშება*
აშშ დოლარებში
| №
| თვითმ -ფრინა -ვის ტიპი | მაქსიმასური ასაფრენი მასა | თბილისის აეროპორტის მომსახურება | მ.შ. აფრენა-დაფრენა | მ.შ. ხომალდის უსაფრთხოება | სანავიგაციო მომსახურება | მ.შ. აფრენა-დაფრენა | მ.შ. ორთოდრომული მომსახურება | მ.შ. საშტურმო მომსახურება | ტექნიკური მომსახურება | მეტეო მომსახურება | სულ |
| 1 | C-17 | 263 | 2.367.0 | 1.972.5 | 394.5 | 2.462.5 | 1.972.5 | 488.0 | 2.0 | 920.5 | 80.0 | 5.830.0 |
| 2 | DC-93 | 52 | 468.0 | 390.0 | 78.0 | 768.0 | 390.0 | 376.0 | 2.0 | 182.0 | 80.0 | 1.498.0 |
| 3 | C-5 | 350 | 3.150.0 | 2.625.0 | 525.0 | 3.123.0 | 2.625.0 | 496.0 | 2.0 | 1.225.0 | 80.0 | 7.578.0 |
| 4 | K-35 | 146 | 1.314.0 | 1.095.0 | 219.0 | 1.569.9 | 1.095.0 | 472.0 | 2.0 | 511.0 | 80.0 | 3.474.0 |
| 5 | C-130 | 71 | 639.0 | 532.5 | 106.5 | 910.5 | 532.5 | 376.0 | 2.0 | 248.5 | 80.0 | 1.878.0 |
* საფინანსო გაანგარიშება მომზადებულია იმ შესაძლო თვითმფრინავების მიხედვით, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება ჩამოფრინდნენე თბილისში
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები