ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 02/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.000049
  • Word
22
23/07/2010
სსმ, 4, 02/08/2010
010250020.35.105.000049
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.105.000.020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 17 ივლისი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის №637 ბრძანებულების დანართი №4-ის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელებები დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 იანვრის №1 დადგენილება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

4. დაევალოს საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრუ-ლი წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

5. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია

დანართი N1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და თანადებობათა დასახელება

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები

(ლარებში)

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

650

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

აპარატის უფროსი

700

სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

 

 განყოფილების უფროსი

450

უმცროსი საჯარო თანამდებობა

 

მთავარი სპეციალისტი

420

წამყვანი სპეციალისტი

380

უფროსი სპეციალისტი

340

სპეციალისტი

300