ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.004437
20
13/07/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
010250020.35.105.004437
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

 2010 წლის 13 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის დებულების წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 ნოემბრის №8 დადგენილება (გაზეთი „ზუგდიდი“ №19(11139) 19 დეკემბერი 2006 წელი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში;

4. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებლოს თავმჯდომარე      ლ. კონჯარია

დანართი №1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის დებულება

თავი 1

ზოგადი დებულებები

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივადმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით;

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებლოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით;

4. კომისიის საქმიანობის წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

თავი II

კომისიის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

1. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.

2. კომსიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტის) დადგენილი წესით.

3. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავჯდომარეს ზუგდიდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობით ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

4. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და თვითმმართველის ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

ბ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ;

დ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

ე) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელებისა და ნუმერაციის შესახებ;

ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

ზ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ;

თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის. ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ;

ი) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით;

კ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; სასაფლოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა;

ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ;

მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით;

ნ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ო) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ;

პ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ჟ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ;

რ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;

ს) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;

ტ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეკლმენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანაგრიში.

მუხლი 5. კომისიის პირველი სხდომის მოწვევა

1. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის პირველი სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

მუხლი 6. კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ვალდებულებები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

2. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომსისია მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ამზადებს და განიხილავს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს.

თავი III

კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 7. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით დადგენილი წესით.

2.კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

თ) საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად,

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობის შესახებ;

ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, (რეკლამენტით) და კომისიის დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

მუხლი 8. კომისიის წევრი

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარი უფლებებით მონაწილეობდეს კომისიის სხდომებში;

ბ) გამოთქვას საკუთარი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაიკავოს კომისიის წევრთა უმრავლესობისაგან განსხვავებული პოეზიცია და კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) კომისიის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან საკუთარი ინიციატივით;

ე) კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, როცა იგი აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება კომისიის წევრისათვის შეუსაბამო თანამდებობაზე.

2. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საკრებულოსა და კომისიის დებულებები;

ბ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

გ) შეასრულოს კომისიის თავმჯდომარის მითითებები და დავალებები.

მუხლი 9. კომისიის სხდომების მუშაობის წესი

1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.

4. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის განხილვისთანავე საჭირო ხმების ნახევრისა. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით;

7. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

8. კომისიის სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 10. კომისიის სხდომაზე საკითხების განხილვის წესი

1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული საკითხები, კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა შესახებ, მოქალაქეთა საჩივრები, განცხადებები, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოსადმი დაქვემდებარებული თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები.

2. კომისია იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს;

3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ;

4. რამდენიმე კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეთა შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. კომისია ითვალისწინებს ერთობლივ სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს დადგენილი წესით.

მუხლი 11. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფების და კომისიის საკონსულტაციო საბჭოების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმის წარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

თავი V

დასკვნითი ნაწილი

მუხლი 12. დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. დებულების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.