ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.004434
17
13/07/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
010250020.35.105.004434
ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

საქართველოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2010 წლის 13 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დებულება წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 ნოემბრის №5 დადგენილება (გაზეთი „ზუგდიდი“ №19(11139) 19 დეკემბერი 2006 წელი);

3. დადგენილება გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებლოს თავმჯდომარე  ლ. კონჯარია

დანართი №1

 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დაბულება

თავი 1

ზოგადი დებულებები

ეს დუბულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფინანსო საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. საფინანსო საკითხთა კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებლოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

 თავი II

კომისიის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

1. საფინანსო საკითხთა კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და წევრების დამტკიცება

1. კომსიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლისა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტის) დადგენილი წესით.

2. საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობით ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

3. საფინანსო კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია:

ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს: გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე;

გ) საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის (მერისათვის) გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;

ე) ყოველთვიურად განიხილავს გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშწს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ვ) განიხილავს საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად საკრებულოს თავმჯომარის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზევრო ფონდის გამოყენების შესახებ;

ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;

კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართვულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორცეილებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლისი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;

ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით;

მ) განიხილავს და საკრებულოს წარუვდგინეს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთ გარიგების დადგენაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვით მმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღებ ნორმატიული პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ;

ო) განიხილავს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;

პ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მუხლი 5. კომისიის პირველი სხდომის მოწვევა

1. საფინანსო საკითხთა კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის პირველი სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

მუხლი 6. კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ვალდებულებები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

2. საფინანსო საკითხთა კომისია მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე ამზადებს პროექტს და განიხილავს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს.

თავი III

კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 7. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტის)დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებს და სპეციალისტებს;

თ) საკრებულოს წარუდგენს მათ კანდიდატურებს, საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

მუხლი 8. კომისიის წევრი

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარი უფლებებით მონაწილეობდეს კომისიი სხდომებში;

ბ) გამოთქვას საკუთარი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაიკავოს კომისიის წევრთა უმრავლესობისაგან განსხვავებული პოეზიცია და კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) კომისიის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან საკუთარი ინიციატივით;

ე) კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, როცა იგი აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება კომისიის წევრისათვის შეუსაბამო თანამდებობაზე.

2. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საკრებულოსა და კომისიის დებულებები;

ბ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

გ) შეასრულოს კომისიის თავმჯდომარის მითითებები და დავალებები.

მუხლი 9. კომისიის სხდომების მუშაობის წესი

1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.

4. კომსიაზე გადაწყვეტილება მიიღება და კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის განხილვისთანავე საჭირო ხმების ნახევრისა. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

7. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

8. კომისიის სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 10. კომისიის სხდომაზე საკითხების განხილვის წესი:

1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული საკითხები, კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა შესახებ, მოქალაქეთა საძივრები, განცხადებები, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოსადმი დაქვემდებარებული თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები.

2. კომისია იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს;

3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

4. რამდენიმე კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეთა შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. კომისია ითვალისწინებს ერთობლივ სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს დადგენილი წესით.

მუხლი 11. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა:

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმის წარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი;

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

თავი V

დასკვნითი ნაწილი

მუხლი 12. დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. დებულების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.