ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 26/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.000474
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19
13/08/2010
სსმ, 17, 26/08/2010
010260020.35.121.000474
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/08/2010 - 01/11/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.121.000.474

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 ივნისის №61 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საკრებულოს თავმჯდომარე დ.კაკაბაძე

დანართი №1

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს. იგი შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და უზრუნველყოფს შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახური ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელსაც დადგენილი წესით, პერიოდულად წარედგინება ანგარიში გაწეულ სამუშაოთა შესახებ.

5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

6. სამსახური მდებარეობს ვანში, თავისუფლების ქ. №65.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი მიზნები და ფუნქციები

 

სამსახურის ძირითადი მიზნებია:

1. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების დარეგულირება, მათი სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა.

2. სამსახურის ფუნქციებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებში:

ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა.

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა.

ც) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა.

დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა არსებული პროგრამების მიხედვით.

ე) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარებებისა და შეღავათების გაწევა არსებული პროგრამების მეშვეობით.

3. სამსახურის ფუნქციებია ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელების კუთხით:

ა) II მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა, საზოგადოებაში მათი ღირსეული ადგილით უზრუნველყოფა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმა.

ბ) II მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა აღრიცხვა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტთან თანამშრომლობა და მათზე კოდების მინიჭება.

ც) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

დ) დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის, მოწმობების გაცემის კამპანიაში მონაწილეობა და ხელშეწყობა.

ე) დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაიონის ტერიტორიაზე დროებითი განსახლების ორგანიზაცია. შესაბამისი სამინისტროსა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა.

გ) აღნიშნული კონტინგენტისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევაში, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, დროებით საცხოვრებელი ფართის მოძიებაში ხელშეწყობა.

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონების ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი.

ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში გამგეობისათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა.

ც) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინანსების ორგანიზაციას.

დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი.

ე) სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის, კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის საკითხი.

ფ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან, ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას, წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი.

გ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ.

ჰ) განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულებების, განკარგულებებისა და დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილებს, ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვასა და დაცვაზე.

ბ) მიიღოს კორესპონდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ც) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

    მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის საჯარო მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;

ც) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) წარუდგენს გამგებელს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ე) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

ფ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის და დარგის სამი სპეციალისტისაგან.

    მუხლი 6. სამსახურის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სამსახურის ფუნქციონირებისა და პროგრამების სარეალიზაციოდ დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან.

    მუხლი 7. სამსახურის ქონება

1. სამსახურის ქონება შეადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.

    მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.