„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.155.000661
  • Word
22
03/09/2010
სსმ, 24, 10/09/2010
200230000.35.155.000661
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.000.35.155.000.661

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 3 სექტემბერი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

1. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%.

ბ. 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.“.

    მუხლი 2

საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრული წესით საკრებულოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე