საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ოქტომბრის №773, 1999 წლის 20 აგვისტოს №985 და 2000 წლის 31 დეკემბრის №1419 განკარგულებების შესრულებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ოქტომბრის №773, 1999 წლის 20 აგვისტოს №985 და 2000 წლის 31 დეკემბრის №1419 განკარგულებების შესრულებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 07/09/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
  • Word
355
05/09/2001
სსმ, 95, 07/09/2001
010.340.000.05.002.002.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ოქტომბრის №773, 1999 წლის 20 აგვისტოს №985 და 2000 წლის 31 დეკემბრის №1419 განკარგულებების შესრულებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №355

2001 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ოქტომბრის №773,  1999 წლის 20 აგვისტოს №985 და 2000 წლის 31 დეკემბრის №1419 განკარგულებების შესრულებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში შექმნილი მძიმე ვითარების, ქვეყანაში არსებული მაღალი წნევის ბუნებრივი გაზის მილსადენების სისტემის სავალალო ფიზიკური და ტექნიკური მდგომარეობისა და მოცემულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე საქართველოს სთბობ-ენერგეტიკის, სახელმწიფო ქონების მართვის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით:

1. დაჩქარდეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამისი საწარმოების – სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ და სს „გაზპრომის“ ბაზაზე ერთობლივი სააქციო საზოგადოების „საქრუსგაზმრეწვის“ საქართველოში დაფუძნების  პროცესი.

2. მხარი დაეჭიროს 1997 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და სს „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი პროტოკოლის და მისი დანართის „სს „საქრუსგაზმრეწვის“ შექმნის პროგრამა“ მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მიერ სს „საქრუსგაზმრეწვში“ ქონებრივი მონაწილეობისათვის საქართველოს გაზის მაგისტრალური მილსადენების გამოყენებას, გაზის მაგისტრალურ მილსადენსა და ახალდაფუძნებულ საწარმოში სახელმწიფო მართვის მექანიზმის შენარჩუნების უზრუნველყოფის პირობით.

3. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის №1209 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებისაგან შემდგარმა კომისიამ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული ღონისძიებების დროულად განხორციელება.

4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის, სახელმწიფო ქონების მართვის და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებმა, აგრეთვე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება აღმოუჩინონ სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“ ამ ბრძანებულების პირველი და მეორე პუნქტებში მითითებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.

5. „სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესდეს, რომ სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ ყველა აქცია ჩვეულებრივია და ამ აქციათა ასი პროცენტი (100%) ეკუთვნის სახელმწიფოს.“;

ბ) მე-5 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ საწესდებო კაპიტალში გათვალისწინებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო ქონება, მისი ფლობის, სარგებლობის, განკარგვის, მართვის, ექსპლუატაციის, რეკონსტრუქციის უფლებით, აგრეთვე ყველა სხვა უფლებით, რომელიც საჭიროა მისთვის როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირების და ამასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ხელმომწერი მხარისათვის, ისე სახელმწიფო ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად“.

ე. შევარდნაძე