"ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ"

  • Word
"ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.106.016011
  • Word
18
20/12/2010
სსმ, 70, 29/12/2010
310060000.35.106.016011
"ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ"
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №18

2010 წლის 20 დეკემბერი

ქ. ხობი  

ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2010 წლის 6 ოქტომბრის 04-01-07/5038 წერილისა და საქართველოს ინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის 2010 წლის 4 დეკემბრის 814755 წერილის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.    ქ. ხობში რუსთაველის ქუჩის გადასახვევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე განთავსებული ზუგდიდისა და სენაკის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის ჭალადიდისა და ფოთის მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშანი 5.21.2 „მიმართულებების მაჩვენებელი (მოძრაობის მიმართულებები მარშრუტის პუნქტებისაკენ) გადატანილ იქნეს კოსტავას ქუჩის მიერთებამდე.

2.    ქ. ხობში დავით აღმაენებლის ქუაზე, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე განთავსებული ფოთისა და ჭალადიდის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის ზუგდიდისა და სენაკის მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშანი 5.21.2 „მიმართულებების მაჩვენებელი” (მოძრაობის მიმართულებები მარშრუტის პუნქტებისაკენ) გადატანილ იქნეს კოსტავას ქუჩის მიერთებამდე.

3. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას დადგენილების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების გადატანის უზრუნველყოფა 30 დღის ვადაში.

4. ეთხოვოს შპს ზუგდიდის სს-ს საგზაო ნიშნების სწორად განთავსებაზე კონტროლის განხორციელება.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               მ. ჭოხონელიძე