„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016057
  • Word
234
24/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
040030000.22.027.016057
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №234

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 2007წ. №36, მუხ. 426) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფების უფროსებს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს. გენერალური დირექტორი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.“.

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს საკონკურსო კომისია.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი