„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016057
  • Word
234
24/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
040030000.22.027.016057
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 234

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის 71 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის71 ბრძანებით (სსმ III, 2007წ. 36, მუხ. 426) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფების უფროსებს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს. გენერალური დირექტორი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.“.

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს საკონკურსო კომისია.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი