დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1910 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 29/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1901
2010 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 01.12.10 წლის სხდომის №1 ოქმისა და ამავე კომისიის 01.12.10 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, კერძოდ:
ა) კარინე ხაჩატრიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 63.22.39.133 (მთლიანი ფართობი 2828 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 741.4 კვ.მ.);
ბ) ვახტანგ ნერსესიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.373 (მთლიანი ფართობი 1998 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 1335.3 კვ.მ.);
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები