დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2032 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 28/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016026 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2032
2010 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანების (სსმ III, 24.09.2009წ., №116, მუხ.1318) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.”.
მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანებით დამტკიცებულ ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულება”.
2. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.”.
3. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.”
4. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” და „მ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ” ქვეპუნქტი:
„ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ექსპერტთა მონაცემების განხილვა და შეთანხმება, ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოება.”
9. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 4. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები