"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1–1/842 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2033
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 169, 28/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.024.016027
  • Word
1-1/2033
23/12/2010
სსმ, 169, 28/12/2010
330010040.22.024.016027
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1–1/842 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1–1/842 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2033

2010 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1–1/842 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის № 1–1/842 ბრძანებით (სსმ III, 25.05.2010 წ., №59, მუხ. 896) დამტკიცებულ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი    განვითარების სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

2.  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ზონებისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;”.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;”.

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკულიორისათვის, საჰაერო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობისათვის, რომელშიც საშიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივთიერებების შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ პირობებს – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია;.

6. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საავტომობილო გზების დეპარტამენტი” (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი), გზების ან მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების (ხიდი, გვირაბი და სხვა) საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისას, რომლებზეც  გაცემულია შეთანხმება მშენებლობაზე და რაც არ არის დაკავშირებული გზის კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებასთან (არ ცილდება პროექტით დადგენილ განთვისების ზოლის ფარგლებს) ან ახალი რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობასთან (ხიდი, ესტაკადა, გვირაბი და სხვა), ამ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემთანხმებელ ორგანოში წარადგენს სათანადო წერილობით ინფორმაციას, რასაც თან უნდა დაერთოს – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამოწმებული შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია (2 ეგზ.) და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა (2 ეგზ.) წარმოდგენილი მასალის ერთ ეგზემპლარს შემთანხმებელი ორგანო ურთავს ამ ობიექტზე მშენებლობის შეთანხმების მიღებისთვის წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციას, რაც წარმოადგენს საშემთანხმებლო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, მეორე ეგზემპლარს უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით აცნობებს წარმოდგენილი მასალების მიღების თაობაზე.

7. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მშენებლობის ეტაპების დასრულებაზე და სანებართვო პირობების შესრულებაზე  ზედამხედველობას ახორციელებს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია.

8. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება მშენებლობის შეთანხმების პირობებს, ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის წარმომადგენელი შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას უგზავნის სარეკომენდაციო ხასიათის წერილს დარღვევის გამოსწორების მიზნით, რის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

მინისტრის პირველი მოადგილე                                                                   ა. კეკელია