დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1048 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 23/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 24/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 120090000.08.002.016108 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1048
2010 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) „ლ”, „მ”, „ნ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ჟ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტთა და”;
ა.გ) „რ” ქვეპუნქტში სიტყვები: „მსმენელსა და კურსანტს” შეიცვალოს სიტყვით: „მსმენელს”;
ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. წესდების მოქმედების ფარგლები
1. წესდების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა პირად შემადგენლობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლების მსმენელებზე, აგრეთვე საქართველოს საზღვრებს გარეთ განლაგებული საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ეს წესდება არ ვრცელდება ღირსების შემლახავი საქციელისათვის სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის პროცედურებზე.”;
გ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა
სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა, როგორც წახალისების ზომა, გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფ რიგითთა (საზღვაო რიგითთა), კაპრალთა (საზღვაო კაპრალთა) და სერჟანტთა (მიჩმანთა) შემადგენლობის მიმართ.”;
დ) 44-ე მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჩამოქვეითებამდე კუთვნილი წოდებით ნამსახურები სამხედრო სამსახურის ვადა ჩაითვლება მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის დადგენილ სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში.”;
დ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) 451 – 452 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
ვ) 452 მუხლის შენიშვნიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
ზ) 54-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
თ) IX1 თავის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტი ან”;
ი) 691 – 693 მუხლებში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
კ) 694 – 696 მუხლების პირველ პუნქტებში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
ლ) 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სხვა პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა
სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სხვა პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.”;
მ) XII1 თავის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტები და”;
ნ) 1401 – 1408 მუხლების პირველი პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
ო) 1408 მუხლის შენიშვნიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
პ) 1409-14015 მუხლების პირველი პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
ჟ) 14017-14019 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „კურსანტის ან”;
რ) 142-ე მუხლის:
რ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „ექვს თვემდე ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვს თვემდე ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
რ.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „ექვს თვემდე ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვს თვემდე ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ს) 143-ე მუხლის:
ს.ა) პირველ პუნქტში სიტყვები (ციფრი): „6 თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „6 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ს.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „ადმინისტრაციულ პატიმრობას.” შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ტ) 144-ე მუხლის:
ტ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები (ციფრი): „6 თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „6 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ტ.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „ადმინისტრაციულ პატიმრობას.” შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
უ) 145-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „ადმინისტრაციულ პატიმრობას.” შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ფ) 148-ე მუხლში სიტყვები: „ადმინისტრაციულ პატიმრობას.” შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ქ) 149-ე მუხლში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ღ) 153-ე მუხლში სიტყვები: „ადმინისტრაციულ პატიმრობას.” შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ყ) 154-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „25 პროცენტის დაქვითვას.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „25 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
შ) 155-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჩ) 156-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „20 პროცენტის დაქვითვას” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „20 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ც) 157-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „20 პროცენტის დაქვითვას.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „20 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ძ) 160-ე მუხლში სიტყვები: „ადმინისტრაციულ პატიმრობას.” შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას. ”;
წ) 161-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „20 პროცენტის დაქვითვას” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „20 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჭ) 162-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „20 პროცენტის დაქვითვას” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „20 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ხ) 163-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „სამი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჯ) 164-ე მუხლში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ) 166-ე მუხლში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ1) 167-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „6 თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „6 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ2) 169-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ3) 170-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „10 პროცენტის დაქვითვას” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „10 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ4) 171-ე მუხლში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ5) 172-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ6) 172-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში დაგვიანებად ითვლება:
ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;
ბ) სამსახურში კალენდარული წლის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა.”;
ჰ7) 173-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ8) 173-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში გამოუცხადებლობად ითვლება:
ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან 12 საათამდე გვიან, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაო დროის დასრულებისა;
ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას, უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა.”;
ჰ9) 174-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 174. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება
1. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით, აგრეთვე ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესდების 172-173-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე.”;
ჰ10) 175-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „6 თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „6 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ11) 178-ე მუხლის :
ჰ11.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „ექვს თვემდე ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვს თვემდე ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ11.ბ) მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვების: „ექვს თვემდე ვადით” შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას”;
ჰ12) 182-ე მუხლის:
ჰ12.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „ექვს თვემდე ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვს თვემდე ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ12.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ13) 183-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „სამი თვის ვადით” შეიცვალოს სიტყვებით: „სამი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ14) 184-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ15) 188-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 188. სიმულაცია
სიმულაცია, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცრუ მოქმედებები, აგრეთვე, საკუთარი სხეულის დაზიანება განზრახი ქმედებებით – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ16) 189-ე მუხლში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ17) 190-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ18) 193-ე მუხლის სათაურში სიტყვა: „სამოქალაქო” შეიცვალოს სიტყვით: „სხვა”;
ჰ19) 193-ე მუხლში:
ჰ19.ა) სიტყვა: „სამოქალაქო” შეიცვალოს სიტყვით: „სხვა”;
ჰ19.ბ) სიტყვები (ციფრი): „30 პროცენტის დაქვითვას.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „30 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ20) 194-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „30 პროცენტის დაქვითვას” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „30 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ21) 195-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „30 პროცენტის დაქვითვას.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „30 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ22) 197-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „10 პროცენტის დაქვითვას.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „10 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ23) მე-200 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „სამი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ24) 202-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ25) 203-ე მუხლში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ26) 204-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები: „სამსახურიდან დათხოვნას.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ27) 206-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრი): „30 პროცენტის დაქვითვას” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): „30 პროცენტის დაქვითვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ28) 208-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ29) 208-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში დაგვიანებად ითვლება:
ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;
ბ) სამსახურში კალენდარული წლის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა.”;
ჰ30) 209-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ31) 209-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში გამოუცხადებლობად ითვლება:
ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2-დან 12 საათამდე დაგვიანებით, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაო დროის დასრულებისა;
ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას, უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა.”;
ჰ32) 209-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 2091 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2091. სამსახურის თვითნებური მიტოვება
1. კადრის ოფიცრის მიერ სამსახურის თვითნებური მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით, აგრეთვე ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესდების 208-209-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე.”;
ჰ33) 214-ე მუხლში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ34) 215-ე მუხლში სიტყვები: „ექვსი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვსი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ35) 216-ე მუხლში სიტყვები: „სამი თვის ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „სამი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ36) 217-ე მუხლის:
ჰ36.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „ექვს თვემდე ვადით.” შეიცვალოს სიტყვებით: „ექვს თვემდე ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ36.ბ) მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვების: „ექვს თვემდე ვადით” შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას”;
ჰ37) 218-ე მუხლში სიტყვა: „საყვედურს.” შეიცვალოს სიტყვებით: „საყვედურს ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.”;
ჰ38) 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 223. რაიონული (საქალაქო) სასამართლო
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესდების: 109-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 111-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 112-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 113-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 114-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 115-121-ე მუხლებით; 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 127-ე მუხლით; 129-ე მუხლით; 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 132-ე მუხლით; 134-137-ე მუხლებით; 143-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 145-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 148-ე მუხლით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 149-ე მუხლით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 150-ე მუხლის პირველი პუნქტით; 153-ე მუხლით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 160-ე მუხლით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 174-ე მუხლის პირველი პუნქტით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში).”;
ჰ39) 224-ე მუხლის:
ჰ39.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესდების: 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 64-ე მუხლით; 68-ე მუხლით; 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 79-ე მუხლით; 81-82-ე მუხლებით; 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 85-ე მუხლით; 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 87-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 92-ე მუხლით; 95-96-ე მუხლებით; 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით; 101-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 102-103-ე მუხლებით; 106-107-ე მუხლებით; 142-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 143-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 144-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 145-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 148-ე მუხლით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 149-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 153-ე მუხლით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 154-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 160-ე მუხლით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 161-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 162-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 163-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 164-ე მუხლით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 166-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 167-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 169-ე მუხლით; 170-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 171-ე მუხლით; 172-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 173-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 174-ე მუხლის პირველი (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და მე-2 პუნქტებით; 175-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 176-177-ე მუხლებით; 178-ე მუხლის პირველი პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში), მე-2 პუნქტის „ა“ (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და „ბ“ ქვეპუნქტებით; 179-181-ე მუხლებით; 182-ე მუხლის პირველი (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და მე-2 პუნქტებით; 183-ე მუხლის პირველი (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და მე-2 პუნქტებით; 184-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 185-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 188-ე მუხლით; 189-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 190-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 193-ე მუხლით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 194-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 195-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 197-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); მე-200 მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 201-ე მუხლით; 202-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 203-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 204-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 206-ე მუხლის მე-2 პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 207-ე მუხლით; 208-ე მუხლის პირველი (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და მე-2 პუნქტებით; 209-ე მუხლის პირველი (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და მე-2 პუნქტებით; 2091 მუხლის პირველი (სამსახურიდან დათხოვნის და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და მე-2 პუნქტებით; 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 211-212-ე მუხლებით; 214-216-ე მუხლებით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში); 217-ე მუხლის პირველი პუნქტით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და მე-2 პუნქტის „ა“ (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში) და „ბ“ ქვეპუნქტებით; 218-ე მუხლით (სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ნაწილში).“;
ჰ39.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა: „კურსანტის” შეიცვალოს სიტყვით: „მსმენელის”;
ჰ40) 224-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. თუ სამხედრო მოსამსახურის მიმართ არ არის განსაზღვრული დისციპლინური საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), დისციპლინურ საქმეს განიხილავს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომისათვის ამ წესდებით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – ადმინისტრაციული პატიმრობა.
4. თუ დისციპლინური საქმის განხილვა ერთდროულად სხვადასხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას განეკუთვნება, დისციპლინური საქმის მომზადებაზე (განხილვაზე) უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განისაზღვრება სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”;
ჰ41) 225-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 225. ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები
ბრიგადის (I რანგის გემის) მეთაურები ბატალიონის მეთაურების წარდგინებით და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები ასეულის მეთაურის წარდგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესდების: 55-ე მუხლით; 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 58-60 მუხლებით; 62-ე მუხლით; 63-ე მუხლის პირველი პუნქტით; 66-ე მუხლის პირველი პუნქტით; 69-ე მუხლით; 72-74-ე მუხლებით; 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 76-77-ე მუხლებით; 78-ე მუხლის პირველი პუნქტით; მე-80 მუხლით; 84-ე მუხლის პირველი პუნქტით; 87-ე მუხლის პირველი პუნქტით; 97-98-ე მუხლებით; 99-ე მუხლის პირველი პუნქტით; მე-100 მუხლის პირველი პუნქტით; 101-ე მუხლის პირველი პუნქტით; 141-ე მუხლით; 142-ე მუხლის პირველი (საყვედურის და ხელფასის დაქვითვის ნაწილში) და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 143-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 144-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 151-152-ე მუხლებით; 154-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 159-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 161-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 162-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 163-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 164-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 165-ე მუხლით; 166-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 167-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 170-ე მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 172-ე მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 173-ე მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 175-ე მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 178-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) და მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 182-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 183-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 189-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 190-ე მუხლის პირველი პუნქტით; 191-192-ე მუხლებით; 193-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 194-ე მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 195-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 196-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 197-ე მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 199-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-200 მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 202-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 203-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 205-ე მუხლით; 206-ე მუხლის პირველი და მე-2 (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) პუნქტებით; 208-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 209-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 2091 მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 210-ე მუხლის პირველი პუნქტით; 214-216-ე მუხლებით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 217-ე მუხლის პირველი პუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში) და მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში).”;
ჰ42) 226-ე მუხლში სიტყვები (ციფრები): „213-ე, 218-ე მუხლებით.” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „213-ე მუხლით; 218-ე მუხლით (საყვედურის ნაწილში).”;
ჰ43) 2271-2274 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ან კურსანტების”;
ჰ44) 228-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ჰ45) 266-ე მუხლის 31 პუნქტში სიტყვა: „სამოქალაქო” შეიცვალოს სიტყვით: „სხვა”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები